Accessibility links

logo-print

ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულება


ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულება ევროპის მრავალ ქვეყანაში აღინიშნა.

ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულება ევროპის მრავალ ქვეყანაში აღინიშნა.
ნიდერლანდებში, სამხედრო სასაფლაოზე, სადაც ნაცისტურ გერმანიასთან ბრძოლაში დაღუპული 8 ათასი ამერიკელი ჯარისკაცია დაკრძალული, სამგლოვიარო ცერემონია ჩატარდა. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა იან პეტერ ბალკენენდემ განაცხადა: [ბალკენენდეს ხმა] "ისინი იბრძოდნენ თავისუფლებისთვისა და ევროპაში მშვიდობისთვის და ისინი აქ, მარგრატენის სასაფლაოზე განისვენებენ. მათ გაიღეს უდიდესი მსხვერპლი - საკუთარი სიცოცხლე." ცერემონიას დაესრო შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელიც ევროპულ ტურნეს ატარებს. [ბუშის ხმა] "მაისის ამ მშვიდობიან დილას ვზეიმობთ დიდ გამარჯვებას. თეთრი მარმარილოს ათასობით ჯვარი და დავითის ვარსკვლავი შეგვახსენებს იმ ფასს, რადაც დაგვიჯდა ეს გამარჯვება."
XS
SM
MD
LG