Accessibility links

ერაყის პარლამენტმა კიდევ ექვსი მინისტრი


ერაყის პარლამენტმა კიდევ ექვსი მინისტრი დაამტკიცა. ახალი კაბინეტის ოთხი წევრი სუნიტები არიან.

ერაყის პარლამენტმა კიდევ ექვსი მინისტრი დაამტკიცა. ახალი კაბინეტის ოთხი წევრი სუნიტები არიან.
თავდაცვის მინისტრად დაინიშნა საადუნ დულეიმი - ერაყის არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელიც 1984 წელს გაიქცა ქვეყნიდან. ნავთობმრეწველობის მინისტრის პოსტი დაიკავა შიიტმა იბრაჰიმ ბაჰრ ულუმმა, რომელმაც პირობა დადო, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება ნავთობის ექსპორტი. დამტკიცებული ექვის მინისტრიდან ერთ-ერთმა უარი თქვა თანამდებობის დაკავებაზე. ადამიანის უფლებების დაცვის მინისტრის, ჰაშიმ აბდულ-რაჰმან შიბლის თქმით, მას მხოლოდ იმიტომ შესთავაზეს მინისტრობა, რომ იგი სუნიტი არაბია. რელიგიური კუთვნილებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა მხოლოდ საზოგადოების გახლეჩას იწვევსო, განაცხადა მან. ბაღდადში დღეს მოკლეს ერაყის მთავრობის მაღალი რანგის ჩინოვნიკი და მისი მძღოლი. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში აფეთქებებისა და მეამბოხეთა თავდასხმების შედეგად ერაყში რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG