Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გამოვიდა მოწოდებით, განახლდეს ჩრდილო


რუსეთი გამოვიდა მოწოდებით, განახლდეს ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის შესახებ მრავალმხრივი მოლაპარაკებები.

რუსეთი გამოვიდა მოწოდებით, განახლდეს ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის შესახებ მრავალმხრივი მოლაპარაკებები.
ფხენიანში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის თქმით, ეს ხელს შეუწყობს კრიზისის მოგვარებას, თავად ჩრდილო კორეაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას. თითქმის ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი, რომელშიც მონაწილეობდნენ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, სამხრეთი კორეა, შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი. ახლახან ფხენიანმა უარი თქვა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე და განაცხადა, რომ მოეპოვება ბირთვული იარაღი და ბირთვული მუხტის გამოცდის ჩასატარებად ემზადება.
XS
SM
MD
LG