Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის გაზეთ “ფაინენშლ ტაიმსში” გამოქვეყნდა


ბრიტანეთის გაზეთ “ფაინენშლ ტაიმსში” გამოქვეყნდა ღია წერილი,

ბრიტანეთის გაზეთ “ფაინენშლ ტაიმსში” გამოქვეყნდა ღია წერილი,
რომელსაც ხელს აწერენ ყოფილი პოლიტიკოსები და ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობის აქტივისტები. წერილის ავტორები "ირონიას" უწოდებენ ომის დასრულების 60 წლისთავის მოსკოვში აღნიშვნას, რადგან რუსეთში ერთობ სუსტია სამოქალაქო უფლებები, პოლიტიკური თავისუფლება და კანონის უზენაესობა. წერილის ხელმომწერთა შორის არიან საბჭოთა პერიოდის ცნობილი დისიდენტის, აკადემიკოს ანდრეი სახაროვის ქვრივი ელენა ბონერი, ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი, ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი და სხვები - სულ 71 პირი. აშშ-ში მოქმედი პროექტის “გადამავალი დემოკრატიების” თაოსნობით შედგენილი წერილი მიმართავს აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ლიდერებს, მოსკოვში ყოფნისას გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება რუსეთში დემოკრატიის პრინციპების სისუსტის მიმართ. დღეს ჯორჯ ბუში მოსკოვში შეხვდა რუსეთის ჰელსინკის კავშირის ხელმძღვანელს ლუდმილა ალექსეევას.
XS
SM
MD
LG