Accessibility links

ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ამერიკაში მცხოვრები ქართველების თვალით


ამ დღეებში კიდევ ერთხელ გვიწევს თუ გვამრთებს დაფიქრება, რას ნიშნავს ამერიკა საქართველოსთვის.

ეს ისევე უზარმაზარი თემაა, როგორც თავად შეერთებული შტატები. და მაინც, რამდენიმე ჩვენს თანამემამულეს ვთხოვეთ, მოკლედ გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები იმაზე, თუ რას წარმოადგენს ეს მითიური ქვეყანა, როგორ ესმით ამერიკელებს საქართველო, რა პერსპექტივა აქვს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.

ჩვენი პირველი სტუმარი, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი, რომელიც ამერიკაში სიდამონ-ერისტოვად არის ცნობილი, მამით ქართველი გახლავთ. იგი 1930 წელს დაიბადა ამერიკაში. ბატონი კონსტანტინე იმდენად ფართო პროფილის ადამიანია, რომ ძალზე ძნელია მოკლედ მისი საქმიანობის აღწერა. მისი პრიორიტეტული დარგია გარემოს დაცვის ადმინისტრირებია.

რას ნიშნავს, იყო ქართული წარმოშობის ამერიკელი? ბატონი კონსტანტინე ახალგაზრდობას იხსენებს:

[ერისტოვის ხმა] " ეს მეგობრებს შორის გამომარჩევდა, ეგზოტიკურს მხდიდა. ამავე დროს ჩემი ასაკის ახალგაზრდა ქალები უფრო მეტი ინტერესით მეკიდებოდნენ, რაც სულაც არ იყო ცუდი. ეს საინტერესო იყო."

როცა ერთი ერის წარმომადგენელი სხვა ერზე ლაპარაკობს, ძალზე ძნელია სტერეოტიპებისთვის გვერდის ავლა. ამერიკელებს შორის ქართველის რა სტერეოტიპია გავრცელებული?

[ერისტოვის ხმა] "არაჩვეულებრივად სიცოცხლისმოყვარე ხალხი. ხალხი, რომელსაც უყვარს ღვინო, ქალები, სიმღერა, ცეკვა. გამოჩეულად კულტურული ხალხია. ძალიან დამოუკიდებელი. და ძალიან ძველი კულტურის მქონე ხალხი. მე მგონი ძირითადად ეს არის, რაც იციან იმათ, ვინც საქართველოს იცნობს."

მამუკა წერეთელი ამერიკა-საქართველოს ბიზნესის განვითარების საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ. მას ვაშინგტონში დავურეკე. ბატონი მამუკას აზრით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აშკარად ვითარდება, მაგრამ არასაკმარისად სწრაფად.

[წერეთლის ხმა] იხ. აუდიოვერსია.

გამოცდილ ბიზნესმენს კონსტანტინე სიდამონ-ერისტოვს მიაჩნია, რომ ტურიზმი არის ის დარგი, სადაც შეიძლება წარმატებით ითანამშრომლონ საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა.

[ერისტოვის ხმა] "ჩემის აზრით, ერთ-ერთი მთავარი რამ, რის ხელშეწყობაც უნდა მოხდეს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის, არის ტურიზმი. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს მარკეტინგი მოახერხოს. ამერიკელებისთვის გამარტივებულია სავიზო რეჟიმი. ეს კარგია. მისასალმებელია ყველაფერი, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში მოგზაურობას და იმას, რომ ამერიკელი ინვესტორის გამომგონებლობამ რეალური ნაყოფი გამოიღოს."

ექიმი კარდიოლოგი ალექსანდრე გედევანიშვილი წლების მანძილზე მუშაობს შეერთებულ შტატებში. მას ჯორჯიის შტატში დავურეკეთ. შეკითხვაზე, თუ რით შეიძლება დაეხმაროს შეერთებული შტატები საქართველოს, ბატონმა ალექსანდრემ ასეთი პასუხი გაგვცა:

[გედევანიშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია.

16 წლის გიორგი გეგეჭკორი ტეხასის ქალაქ გალვისტონის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეა. სკოლის დამთავრების შემდეგ გიორგი კოლეჯში აპირებს სწავლის გაგრძელებას. მისი ოცნება იურისტობაა. ამერიკამ მასზეც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

[გეგეჭკორის ხმა] ხმა იხ. აუდიოვერსია.

თუმცა თავად ამერიკის საზოგადოებით გიორგი მაინც და მაინც მოხიბლული არ არის. როგორები არიან ამერიკელი ტინეიჯერები? გიორგის მკაცრი განაჩენი გამოაქვს მათთვის.

[გეგეჭკორის ხმა] იხ. აუდიოვერსია.

შეგახსნებთ, ჩვენს პროგრამაში მონაწილეობდნენ ბიზნესმენი კონსტანტინე სიდამონ-ერისტოვი, ამერიკა-საქართველოს ბიზნესის განვითარების საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი მამუკა წერეთელი, ექიმი ალექსანდრე გედევანიშვილი და ტეხასის ქალაქ გალვისტონის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე გიორგი გეგეჭკორი.

XS
SM
MD
LG