Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი
მოსკოვში შეხვდნენ მეორე მსოფლიო ომის რუსსა და გერმანელ ვეტერანებს. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ყოფილი მტრების შეხვედრა ორი ქვეყნის ურთიერთობებში მომხდარი სასიკეთო ცვლილებების შედეგიც არის. [ვლადიმირ პუტინის ხმა] "რუსეთისა და გერმანიის ზნეობრივი შერიგება არა მხოლოდ ჩვენი ხალხების სიბრძნეს ადასტურებს, არამედ ის მათი გრძნობების გამოხატულებაცაა. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა ვეტერანებმა თავიანთი გერმანელი პარტნიორები დღეს მოსკოვში დაპატიჟეს." ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებთან საუბრისას შრიოდერმა აღნიშნა, რომ მათი ერთად ყოფნა სასწაულის ტოლფასია. შემდეგ გერმანიის კანცლერმა დასძინა: [გერჰარდ შრიოდერის ხმა] "დარწმუნებული ვარ, ძვირფასო ომის მონაწილეებო რუსეთიდან და გერმანიიდან, რომ თქვენ ჩვენგან მოითხოვთ, ვიზრუნოთ მშვიდობისა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის; მოელით, რომ თქვენს მიერ გადახდილ ბრძოლას ახალი თაობა - მადლობა ღმერთს! - სულ სხვა ვითარებაში განაგრძობს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის."
XS
SM
MD
LG