Accessibility links

ფელიქს ყულოვი ყირგიზეთის პრეზიდენტის პოსტზე


ფელიქს ყულოვი ყირგიზეთის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის.

ფელიქს ყულოვი ყირგიზეთის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის.
ყოფილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კანდიდატურა "არ-ნამისმა" წამოაყენა - პარტიამ, რომელსაც ყულოვი ხელმძღვანელობს. ბიშკეკში, პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას, პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა: [ყულოვის ხმა] "რევოლუცია იმისთვის არ მოგვიხდენია, რომ ახალი ხანი ავიყვანოთ ტახტზე და მერე ხუთი-ათი წელი ვუცადოთ, კარგი გამოდგება თუ ცუდი. ყულოვი იქნება, ბალანჩაევი თუ ვინმე სხვა, მნიშვნელობა არა აქვს - საუბარია სისტემაზე. თუ ვამბობთ, რომ რევოლუციის მიზანი სისტემის დამსხვრევა იყო, მაშინ სწორედ სისტემის შეცვლით უნდა დავიწყოთ; და არა, უბრალოდ, ერთი კაცი მეორით შევცვალოთ." სულ პრეზიდენტის თანამდებობაზე ჯერჯერობით 12 კანდიდატი აცხადებს პრეტენზიას. არჩევნები 10 ივლისისთვის არის დანიშნული.
XS
SM
MD
LG