Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა, 71 ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა, 71 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაიჭრა დღეს ერაყში მოწყობილი რამდენიმე აფეთქების შედეგად.

სულ ცოტა, 71 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაიჭრა დღეს ერაყში მოწყობილი რამდენიმე აფეთქების შედეგად.

ქალაქ თიქრითში აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა, რის შედეგადაც 31 ადამიანი დაიღუპა და 66 დაიჭრა. ქალაქ ჰავიჯში - მსგავსმა აფეთქებამ 38 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 84 ადამიანი დაიჭრა. ბაღდადში ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა ათი ადამიანი. დასავლეთ ერაყში, სირიის საზღვრის სიახლოვეს, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ჯარის მოსამსახურეები - სპეცოპერაციის განხორციელებისას - მეამბოხეთა გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდნენ. აშშ-ის სარდლობის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად ბოლო ოთხი დღის მანძილზე სამი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა. მეამბოხეთა შორის დაღუპულთა რიცხვი, ამავე ცნობის თანახმად, 100-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG