Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლების მოედანზე საქართველოსა და აშშ-ის


თავისუფლების მოედანზე საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების გამოსვლისას აღმოჩენილი ხელყუმბარასაბრძოლო არ არის

თავისუფლების მოედანზე საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების გამოსვლისას აღმოჩენილი ხელყუმბარასაბრძოლო არ არის
და მისი აფეთქებაც იმ მომენტისთვის შეუძლებელი იყო - ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. ჯორჯ ბუშის ვიზიტის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა თავისუფლების მოედანზე, ბუშის სიტყვით გამოსვლის დროს, ტრიბუნიდან 50 მეტრში რუსეთის წარმოების ხელყუმბარა აღმოაჩინეს. როგორც მერაბიშვილი აცხადებს, თავისუფლების მოედანზე საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების უსაფრთხოება სრულად იყო დაცული და მათ არაფერი ემუქრებოდა. მინისტრის შეფასებით, აღნიშნული ინციდენტი იმ ძალების მოქმედებას უკავშირდება, რომელთაც საქართველოში ჯორჯ ბუშის ვიზიტის მნიშვნელობის დაკნინება და არაჯანსაღი აჟიოტაჟის გამოწვევა სურდათ. მერაბიშვილის თქმით მიმდინარეობს გამოძიება და მის შედეგებს საზოგადოებას მალევე აცნობებენ.
XS
SM
MD
LG