Accessibility links

logo-print

ავღანეთის ხელისუფლების თქმით, სამი ადამიანი


ავღანეთის ხელისუფლების თქმით, სამი ადამიანი დაიღუპა დემონსტრანებსა და ავღანეთის უშიშროების ძალებს შორის შეტაკებისას აღმოსავლეთ ავღანეთში.

ავღანეთის ხელისუფლების თქმით, სამი ადამიანი დაიღუპა დემონსტრანებსა და ავღანეთის უშიშროების ძალებს შორის შეტაკებისას აღმოსავლეთ ავღანეთში.
პროვინცია ხოგიანის ხელმძღვანელმა მალიკ მოჰამად ომარმა ჩვენს რადიოს განუცხადა, რომ ხუთშაბათს ჯალალაბადის მახლობლად ორ მხარეს შორის სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ლუფტულა მაშალის თქმით, მსგავსი საპროტესტო გამოსვლების შედეგად ერთი ადამიანი იქნა მოკლული პროვინცია ვარდაკში. ხოგიანსა და ვარდაკში გამოსვლების წინ გუშინ ოთხი ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაიჭრა მსგავსი გამოსვლებისას ჯალალაბადში. დემონსტრაციები იმართება ჟურნალ "ნიუსუიკის" რეპორტაჟის გამო, რომლის თანახმად, შეერთებული შტატების სამხედროები ტყვეების დაკითხვის დროს ყურანს შეურაცხყოფენ. საპროტესტო გამოსვლები ავღანეთის 10 პროვინციას მოედო.
XS
SM
MD
LG