Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლომ სტრასბურგში


ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლომ სტრასბურგში დაადგინა, რომ ქურთი მეამბოხეების ლიდერის,

ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლომ სტრასბურგში დაადგინა, რომ ქურთი მეამბოხეების ლიდერის,
აბდულა ოჯალანის სასამართლო პროცესი თურქეთში 1999 წელს არაობიექტურად ჩატარდა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არა აქვს კანონის ძალა, მაგრამ იგი ზეწოლას ახორციელებს თურქეთზე, რათა ოჯალანის პროცესი ხელახლა გაიმართოს. თურქეთი, რომელსაც ევროპის კავშირში გაწვერიანებას სურს, ცდილობს, გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების სფეროში ვითარება. ევროპის კავშირის წარმომადგენელმა დღეს ბრიუსელში განაცხადა, რომ თურქეთს, როგორც ევროპის საბჭოს წევრს, ვალდებულება აკისრია, პატივი სცეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტიელებას. ოჯალანს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი მისი როლისთვის ქურთ სეპარატისტთა ამბოხებაში, რომელსაც დღემდე 37 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG