Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო საქართველოსთან ურთიერთობების


რუსეთის სახელმწიფო სათათბირო საქართველოსთან ურთიერთობების სრული გაწყვეტის რეკომენდაციას

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო საქართველოსთან ურთიერთობების სრული გაწყვეტის რეკომენდაციას
აძლევსქვეყნის ხელმძღვანელობას , თუ საქართველოს ხელისუფლება თავის ტერიტორიაზე არსებული რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ცალმხრივ გადაწძვეტილებებს მიიღებს. ამის შესახებ ნათქვამია სათათბიროს მიერ პრეზიდენტისა და რუსეთის მთავრობისადმი შემუშავებულ მიმართვის პროექტში.”ჩვენ ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც საქართველოს მხარის და ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწის მიზეზით, ჩიხში მოექცა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, ჩაიშალა რუსეთის ბაზებთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესი და რუსეთს ემუქრებიან ცალმხრივი მოქმედებებით, რაც საფრთხეს უქმნის რუსი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის ჯამრთელობას, ქონებას და შეიძლება სიცოცხლესაც კი.,” განცხადა რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა ანდრეი კოკოშინმა. რუსეთის სათათბიროს მიერ მიღებული დოკუმენტი შეიცავს რეკომენდაციებს იმ შემთხვევისათვის, თუ საქართველო ცალმხრივად, რუსეთთან შეთანხმების გარეშე მიიღებს ზომებს რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით და გულისხმობს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ელჩის გამოწვევას კონსულტაციებისთვის, საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, საქართველოსთვის ენერგომატარებლებისა და ელექტროენერგიის მსოფლიო ფასებით მიწოდების განხორციელების გათვალისწინებას ასეთი მიწოდებების მოცულობის შემცირებით. თუმცა, პარასკევს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უახლოეს დღეებში რუსეთის სამხედრო ბაზების მიმართ რადიკალური ზომების გატარებას არ გეგმავს.
XS
SM
MD
LG