Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება უკვე


ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება უკვე იძიებს ამერიკულ ბაზა

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება უკვე იძიებს ამერიკულ ბაზა
გუანტანამოში პატიმების დაკითხვის დროს ყურანის მიმართ უპატივცემული დამოკიდებულების შესახებ გავრცელებულ ცნობებს. განცახადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნმა კონდოლიზა რაისმა სენატში გამართული მოსმენების დროს.”წმინდა ყურანის მიმართ სულ მცირედ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაც კი შეუფერებელია და შეუძლებელია დაუსჯელი დარჩეს შეერთებულ შტატებში. ჩვენ ყველ რელიგიის წმინდა წიგნს შესაფერისი პატივისცემით ვეპყრობით, ყურანის შეურაცხყოფა - ყველა ჩვენგანისათვის შემაძრწუნებელია.”
კონდოლიზა რაისის თქმით, თუ დამნაშავეები გამოვლინდებიან, მათ დამსახურებული სასჯელი დაეკისრებათ. აღსანიშნავია, რომ ყურანის წმინდა წიგნის შეურაცხყოფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში სამშაბათს მასობრივი არეულობები მოჰყვა, რომლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.ავღანეთში კი კვლავ გრძელდება რელიგიური გრძნობებით შეურაცხყოფილი ადამიანების დემონსტრაციები. იუწყებიან, რომ დღეს მასობრივი არეულობების დრო 4 ადამაინი დაიღუპა. ეს მოხდა ავღანეთის ჩრდილოეთით ბადახშანის პროვინციაში, როდესაც შეიარაღებული ბრბო თავს დაესხა პოლიციის ოფისს და მოკლა ერთ-ერთი პოლიციელი. ორმხრივი სროლისას დაიღუპა სამი ადამიანი, დაჭრილთა რაოდენობა ორი ათეულია.
XS
SM
MD
LG