Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთი უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში უსაფრთხოების


აღმოსავლეთი უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში უსაფრთხოების ძალებმა იერიშით აიღეს

აღმოსავლეთი უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში უსაფრთხოების ძალებმა იერიშით აიღეს
საოლქო ადმინისტარციის შენობა, რომელსაც თავს აფარებდნენ ამბოხებულები ისლამისტური დაჯგუფება ”აკრამიიდან”. როგორც საინფორმაციო სააგენტოებს აცნობა უზბეკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მძევლად აყვანილი პოლიციის თანამშრომლები გაათავისუფლეს. შენობაში მყოფი მეამბოხეების ბედი ჯერჯერობით უცნობია. აი, რას ამბობდა ისლამისტური დაჯგუფება ”აკრამიის” წევრი შარიპჟან შაკიროვი რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში. [შაკიროვის ხმა] "ჩვენ მხოლოდ ერთი მოთხოვნა გვაქვს - გაათავისუფლონ ყველა ადამიანი, მათ შორის ჩვენი მოძრაობის დამაარსებელი აკმარ იულდოშევი, რომლებიც ციხეებში ცილისწამების გამო ჩაყარეს.” შაკიროვის თქმით, ხელისუფლება დათმობაზე არ მიდის და სანაცვლოდ მეამბოხეებს საზღვრის გადალახვას და ყირგიზეთის ქალაქ ოშში დაფუძნებას სთავაზობს. დღეს დილით უზბეკეთის უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ანტისამთავრობო დემონსტარციის მონაწილეებს. დაიწყო პანიკა. დაიღუპა, სულ ცოტა, 10 ადამაინი. აშშ-ის მთავრობა უზბეკეთის ხელისუფლებას და ამბოხებულებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG