Accessibility links

ქურთ სეპარატისტთა ლიდერი აბდულა ოჯალანი


ქურთ სეპარატისტთა ლიდერი აბდულა ოჯალანი აცხადებს,

ქურთ სეპარატისტთა ლიდერი აბდულა ოჯალანი აცხადებს,
რომ მისი საქმის ხელახლა ძიებაში დაბრუნების შესახებ ევროპის ადამაინის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, თურქეთს შანსს აძლევს მშვიდობიანად გადაწყვიტოს ქურთთა საკითხი. ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული ოჯალანი სამუდამო პატიმრობას თურქეთში იხდის. ხუთშაბათს სტრასბურგში, ევროპის ადამაინის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ 1999 წელს ოჯალანის გასამართლების დროს თურქეთის ხელისუფლებამ უამრავი დარღვევა დაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციას არ აქვს დამავალდებულებელი ძალა, ვარაუდობენ, რომ თურქეთის ხელისუფლება, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, რეზოლუციას სერიოზულ ყურადღებას მიაქცევს და განმეორებით სასამართლო პროცესს გამართავს.
XS
SM
MD
LG