Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს რუსეთმა და საქართველოს ერთმანეთს


დღეს რუსეთმა და საქართველოს ერთმანეთს თავიანი მზადყოფნაზე მიანიშნეს, განაგრძონ

დღეს რუსეთმა და საქართველოს ერთმანეთს თავიანი მზადყოფნაზე მიანიშნეს, განაგრძონ
მოლაპარაკება საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების გარშემო. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა გელა ჩარკვიანმა განაცხადა, რომ პარლამენტის რეკომენდაცია, რომ ბაზები უკანონოდ გამოცხადდება 15 მაისს, ძალაშია. თუმცა, თქვა, მან მოლაპარაკების პროცესი გრძელდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამასობაში განაცხადა, რომ მხარეები დავის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა დღეს გაფრთხილება გამოთქვა, რომ თუკი
საქართველო წამოაყენებს ულტიმატუმებს ბაზებთან დაკავშირებით, ამას რუსეთის მძაფრი რეაქცია მოჰყვება. ლოშჩინინმა ეს თქვა იმასთან დაკავშირებთი, რომ ხვალ გასდის ვადა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის პირობებს, რომლის თანახად, 15 მაისამდე დადგენილი უნდა ყოფილიყო რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოსთან გატანის თარიღები. სხვა შემთხვევაში ბაზები უკანონოდ უნდა გამოცხადდეს.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ თქვა, რომ რადიკალური ნაბიჯები არ უნდა იქნეს გადაგმული მომავალ დღეებში.
XS
SM
MD
LG