Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც


ირანის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, განაგრძოს ბირთვული პროგრამის განხორციელება

ირანის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, განაგრძოს ბირთვული პროგრამის განხორციელება
- ურანის გამდიდრების ჩათვლით. აი, რა თქვა დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით პარლამენტის სპიკერმა ღოლამალი ჰადად ადელმა:[ღოლამალი ჰადად ადელის ხმა] "ამ რეზოლუციის მიღება სულაც არ ნიშნავს, რომ ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკება შეწყდება. მოლაპარაკება თავისი გზით შეიძლება გაგრძელდეს, ხოლო პარლამენტი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს შეასრულებს. ევროკავშირთან მოლაპარაკება არ ნიშნავს, რომ ირანელი ხალხი უარს იტყვის თავის კანონიერ უფლებებზე. მოლაპარაკების მიზანი სწორედ ის არის, რომ ჩვენი მიზნები ჩამოვაყალიბოთ. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ჩვენს ბირთვულ პროგრამას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს და ჩვენ არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის შექმნას." ევროპის კავშირი დიდი ხანია ცდილობს, ირანი ბირთვული პროგრამის ერთი ნაწილის გაყინვაზე დაიყოლიოს. ეს განსაკუთრებით ეხება ურანის გამდიდრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი და აშშ თეირანს ემუქრებიან, რომ საკითხი განსახილველად გადაეცემა გაეროს უშიშროების საბჭოს.
XS
SM
MD
LG