Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დღეს მოულოდნელად ესტუმრა ბაღდადს,

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დღეს მოულოდნელად ესტუმრა ბაღდადს,
სადაც მოლაპარაკებები გამართა ერაყის ლიდერებთან. დღესვე ქალაქ ბაქუბაში, ბაღდადის აღმოსავლეთით, თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ მოწყობილმა ორმა აფეთქებამ, სულ ცოტა, ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კონდოლიზა რაისმა და ერაყის ლიდერებმა განიხილეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება, რომელიც განსაკუთრებით გამწვავდა აპრილის ბოლოს, ხელისუფლების სათავეში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე ექსტრემისტთა თავდასხმებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ამბავს საიდუმლოდ ინახავდნენ. რაისი ჯერ არბილში ჩავიდა, შემდეგ კი მახლობელ ქალაქ სალაჰუდინში შეხვდა ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს მასუდ ბარზანის. დედაქალაქ ბაღდადში გამგზავრებამდე კონდოლიზა რაისმა განაცხადა: [კონდოლიზა რაისის ხმა] "ეს ტერორისტები უდანაშაულო ერაყელებს ჰკლავენ და მე ვიცი, რომ სერიოზულ ხალხს - უწინარესად ქვეყნის ხელმძღვანელობას - სურს, ყოყელივე ამას წერტილი დაუსვას. არა მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ ტერორისტებთან გამკლავების ერთადერთი გზა მათთვის ბრძოლის გამოცხადებაა." დღესვე, ბაღდადში, რაისი შეხვდა ერაყის პრემიერ-მინისტრს იბრაჰიმ ჯაფაარისა და სხვა ოფიციალურ პირებს.
XS
SM
MD
LG