Accessibility links

logo-print

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის


საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებით,

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებით,
ვიდრე რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, ბაზების ბლოკადა არ მოხდება.
ბარამიძის თქმით, ბაზების გატანის ვადებზე ხვალ მოლაპარაკებას განაგრძობენ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ერთმანეთს შეხვდებიან ვარშავაში, ევროპის საბჭოს სამიტის კულუარებში. მანამდე საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვარშავაში არ გეგმავს თავის ქართველ კოლეგასთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას. "რუსეთის მხარის პოზიცია საქართველოდან სამხედრო ბაზების გატანის საკითხში ცნობილია და ამ საკითხზე ექსპერტები მსჯელობენო," - განაცხადა ლავროვმა ვენაში, სადაც ის ავსტრიის დამოუკიდებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების 50-ე წლისთავთან დაკავშირებულ ზეიმზე იყო მიწვეული. შეგახსენებთ: 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა რუსეთის სამხედრო ბაზების გატანასთან დაკავშირებით მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, თუ 16 მაისამდე რუსეთის მხარესთან ვერ მოხერხდა კონკრეტული შეთანხმების მიღწევა, რუსეთის ბაზები კანონგარეშედ გამოცხადდება და მათ მიმართ საგანგებო სანქციები ამოქმედდება. თბილისი მოითხოვს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზებმა საქართველოს ტერიტორია 2007 წლის შუამდე დატოვონ, რუსეთი ბაზების გასატანად ოთხწლიან ვადას ითხოვს.
XS
SM
MD
LG