Accessibility links

logo-print

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ერთ-ერთი ციხიდან


მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ერთ-ერთი ციხიდან გაიქცა ცნობილი "ნარკობარონი"

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ერთ-ერთი ციხიდან გაიქცა ცნობილი "ნარკობარონი"
ოტო რობერტო ერერა გარსია, რომელიც შარშან დააპატიმრეს. როგორც დღეს გაირკვა, გარსიას გაქცევის ამბავი პარასკევს, გვიან ღამით გამოაშკარავდა - მას შემდეგ, რაც ციხეში შემოწმება ჩატარდა. დაკითხვაზე ციხის 45 ზედამხედველი დაიბარეს. თავის დროზე გარსიამ შეერთებულ შტატებში კონტრაბანდის გზით ტონობით კოკაინი გადაზიდა. ამერიკის ხელისუფლება ორ მილიონ დოლარს სთავაზობს იმას, ვინც სამართალდამცავ ორგანოებს გარსიაზე ინფორმაციას მიაწოდებს.
XS
SM
MD
LG