Accessibility links

logo-print

ვარშავაში გაიხსნა ევროპის საბჭოს წევრი


ვარშავაში გაიხსნა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერთა უმაღლესი დონის შეხვედრა.

ვარშავაში გაიხსნა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერთა უმაღლესი დონის შეხვედრა.
ორდღიანი სამიტის გახსნაზე გამოსვლისას, პოლონეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ კვაშნევსკიმ გამოთქვა მოწოდება, საბჭოს წევრი უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდეს ევროპის 25-წევრიან კავშირს. კვაშნევსკის თქმით, პოლონეთი დარწმუნებულია, რომ კავშირის კარი ღია უნდა იყოს ევროპის კონტინენტის სხვა სახელმწიფოებისთვისაც და მაგალითად "ნარინჯისფერი რევოლუციის" შემდგომი უკრაინა დაასახელა. სამიტის მუშაობაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობს. სამიტის მუშაობაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობს. ის დღეს სამიტის მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოვიდა. სულ კი შეხვედრაში ევროსაბჭოს წევრი 46-ვე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვარშავაში შეკრებილებს უთხრა, რომ მოსკოვი ევროპულ ფასეულობების ერთგულია და უარყო აშშ-ის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კრიტიკა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. პრეზიდენტთან ერთად ვარშავაში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე.
XS
SM
MD
LG