Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ხვალამდე გადადო


მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ხვალამდე გადადო განაჩენის გამოცხადება

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ხვალამდე გადადო განაჩენის გამოცხადება
ნავთობკომპანია "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელის, მიხაილ ხოდორკოვსკის საქმეში. ვერდიქტის წაკითხვა მოსამართლემ დღეს დაიწყო, მაგრამ სამი საათის შემდეგ გამოაცხადა, რომ კითხვა ხვალ გაგრძელდება. ხოდორკოვსკის ბრალად ედება გადასახადების გადახდისთვის თავის არიდება, სახელმწიფო ქონების მითვისება და თაღლითობა. მასთან ერთად ასამართლებენ "იუკოსის" შვილობილი კომპანიების ყოფილ ხელმძღვანელებს პლატონ ლებედევსა და ანდრეი კრაინოვს.
სასამართლოს შენობასთან რუსეთის ოპოზიციური პარტიების წევრებმა და აქტივისტებმა, აგრეთვე, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა - სულ ათასამდე კაცმა - გამართეს პიკეტი განსასჯელთა მხარდასაჭერად.
XS
SM
MD
LG