Accessibility links

logo-print

აშშ-ის ყოველკვირეულმა "ნიუსუიკმა" აღიარა, რომ


აშშ-ის ყოველკვირეულმა "ნიუსუიკმა" აღიარა, რომ ჟურნალის 9 მაისის ნომერში გამოქვეყნებული სტატია

აშშ-ის ყოველკვირეულმა "ნიუსუიკმა" აღიარა, რომ ჟურნალის 9 მაისის ნომერში გამოქვეყნებული სტატია
გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე პატიმართა დაკითხვისას ყურანისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების შესახებ, მცდარი იყო. ამ ცნობებს ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში სამშაბათს მასობრივი არეულობა მოჰყვა, რის შედეგადაც, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიღუპა. ამ აღიარებას მოჰყვა აშშ-ის მთავრობის მძაფრი რეაქცია, სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ამ რეპორტაჟს საშინელი უწოდა. თეთრი სახლის წარმომადგენოლმა ბაუჩერმა თქვა, რომ ჟურნალმა მეტი უნდა გააკეთოს სინანულის გამოხატვის გარდა, და რომ ის ფრთხილად უნდა იყოს. თავდაცვის დეპარტამენტმა ამ რეპორტაჟს უპასუხისმგებლო და აშკარად მცდარი უწოდა. დღეს ტელეკომპანია NBC-თვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალის ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელმა დენ კლეიდმენმა განაცხადა: [დენ კლეიდმენის ხმა] "ძალიან ვწუხვართ დაღუპულთა გამო, და იმის გამო, რომ სტატიამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები."
XS
SM
MD
LG