Accessibility links

logo-print

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ქამალ


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ქამალ ხარაზის განცხადებით, თეირანის ბირთვული პროგრამის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ქამალ ხარაზის განცხადებით, თეირანის ბირთვული პროგრამის
საკითხებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი ჰასან როუჰანი 23 მაისს შეხვდება დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ეს შეხვედრა, როგორც ხარაზიმ აღნიშნა, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქში გაიმართება. ევროპის კავშირი დიდი ხანია ცდილობს, ირანი ბირთვული პროგრამის გაყინვაზე დაიყოლიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი და აშშ თეირანს ემუქრებიან, რომ საკითხი განსახილველად გადაეცემა გაეროს უშიშროების საბჭოს. თავის მხრივ, თეირანი ამტკიცებს, რომ ბირთვულ პროგრამას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით ახორციელებს და ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG