Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთი თანახმაა


ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთი თანახმაა, საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზები

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთი თანახმაა, საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზები
2008 წლამდე გაიტანოს. თბილისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დასძინა, რომ ორი დღის წინ მოსკოვმა თბილისს შეთანხმების "მისაღები" პროექტი გადასცა. ბურჯანაძის თქმით, ბაზების საბოლოოდ დახურვას თბილისი 2008 წლის იანვრისთვის ითხოვდა. მართალია, რუსეთის მიერ შედგენილ დოკუმენტში თებერვალია შემოთავაზებული, მაგრამ ამაზე შეიძლება, არც ვიდავოთო, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მანვე დასძინა, რომ საქართველოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა წინადადება, რომლის თანახმად, რუსეთის ბაზები ანტიტერორიტულ ცენტრებად უნდა გარდაქმნილიყო. "ჩვენი მოთხოვნაა, რუსეთის ბაზები დაიხუროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკება ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებო", აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
XS
SM
MD
LG