Accessibility links

უზბეკეთის გენერალურმა პროკურორმა რაშიდ კადიროვმა


უზბეკეთის გენერალურმა პროკურორმა რაშიდ კადიროვმა დღეს განაცხადა, რომ 169 კაცი დაიღუპა შაბათ-კვირას ამ ქვეყნის აღმოსავლეთში,

უზბეკეთის გენერალურმა პროკურორმა რაშიდ კადიროვმა დღეს განაცხადა, რომ 169 კაცი დაიღუპა შაბათ-კვირას ამ ქვეყნის აღმოსავლეთში,
მათ შორის, კადიროვის თანახმად, 50 უცხოელი მეომარი იყო. კადიროვმა, რომელსაც გვერდით პრეზიდენტი ქარიმოვი ეჯდა, თქვა, რომ მთავრობის ჯარს არ მოუკლავს ბავშვები და ქალები, რომ მათ მხოლოდ ტერორისტებს გაუკეთეს ლიკვიდაცია, მათ შორის ორი ყირგიზი იყო. ამავე ცნობით, მთავრობის 32 მეომარი დაიღუპა. დღესვე უზბეკეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ საერთაშორისო გამოძიება მომხდართან დაკავშირებით არ იქნება.
სულ რამდენი ადამიანი დაიხოცა, უცნობია, უზბეკეთის ოპოზიცია ასახელებს 745 ადამიანს. ეს რიცხვები დამოუკიდებელ წყაროს არ დაუდასტურებია. ძალადობა უზბეკეთში დაიწყო, როცა შეიარაღებული პირები საპატიმროს დაესხნენ თავს და პატიმრები გაათავისუფლეს.
ადამიანის უფლებადამცავმა ორგანიზაციამ “ამნესტი ინტერნეშნელმა” განაცხადა, რომ მხოლოდ დამოუკიდებელი გამოძიება დააადგენს სიმართლეს იმაზე, თუ რა მოხდა უზბეკეთში.
XS
SM
MD
LG