Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონსა და ალმატიში გაიმართა საპროტესტო


ლონდონსა და ალმატიში გაიმართა საპროტესტო გამოსვლები, მიმართული უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვისა

ლონდონსა და ალმატიში გაიმართა საპროტესტო გამოსვლები, მიმართული უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვისა
და ანდიჟანში მომხდარი ძალადობის წინააღმდეგ. ისლამურ მოძრაობა "ჰიზბ უტ-ტაჰრირის" მოძრაობის პრეს-მდივნის, იმრან ვაჰიდის განცხადებით, მრავალი ეროვნების ასობით მუსლიმანი შეიკრიბა ლონდონში უზბეკეთის საელჩოს წინ და დაგმო ყარიმოვის რეჟიმი. ვაჰიდის თქმით, საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა მოითხოვეს უზბეკეთში ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და ქარიმოვის რეჟიმისთვის ბოლოს მოღება, მაგრამ აქციას საელოჩოს გამოხმაურება არ მოჰყოლია. გუშინ პოლიციამ ლონდონში ორგანიზაცია "ჰიზბ უტ-ტაჰრირის" წევრი 37 დემონსტრანტი დააკავა მას შემდეგ რაც ამ დემონსტრანტებმა წითელი სითხე - სისხლის იმიტაცია - შეასხეს საელჩოს შენობას. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ქარიმოვი ორგანიზაცია "ჰიზბ უტ-ტაჰრირს" ადანაშაულებს ანდიჟანში არეულობის პროვოცირებაში. "ჰიზბ უტ-ტაჰრირი" უარყოფს ამ ბრალდებას. ყაზახეთშიც, ალმატიში უზბეკეთის საელჩოს წინ გაიმართა საპროტესტო გამოსვლა. მასში ყაზახეთის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG