Accessibility links

logo-print

უზბეკეთში ოფიციალურმა პირებმა უცხოელ ჟურნალისტებსა


უზბეკეთში ოფიციალურმა პირებმა უცხოელ ჟურნალისტებსა და დიპლომატებს დაათვალიერებინეს ქალაქი ანდიჟანი,

უზბეკეთში ოფიციალურმა პირებმა უცხოელ ჟურნალისტებსა და დიპლომატებს დაათვალიერებინეს ქალაქი ანდიჟანი,
სადაც უშიშროების ძალებმა გასულ კვირაში ასობით დემონსტრანტი მოკლეს. როგორც რეპორტიორები იუწყებიან, ოფიციალური პირები მკაცრად აკონტროლებდნენ ვიზიტის მარშრუტს და რიგით ანდიჟანელებს უცხოელებთან მისვლის საშუალება არ ეძლეოდათ. გარდა ამისა, ვიზიტი თავდაპირველ გეგმაზე ნაკლები ხანი გაგრძელდა - სულ 1,5 საათი. როგორც უზბეკეთში ჩეხეთის ელჩმა ალეს ფოიტიკმა განუცხადა ჩვენს რადიოს, ჯგუფი, რომელშიც ის იმყოფებოდა, მხოლოდ დაღუპული პოლიციელის მშობლებს შეახვედრეს. ამასობაში საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო დაჟინებით მოითხოვს ანდიჟანში გასულ პარასკევს მომხდარის დამოუკიდებელ გამოძიებას. იუწყებიან აგრეთვე, რომ 1000-მდე ადამიანი მონაწილეობდა სასაზღვრო ქალაქ კარასუში გამართულ დემონსტრაციაში. ისინი ყირგიზელი მესაზღვრეებისაგან მოითხოვდნენ მათს გატარებას უზბეკეთიდან ყირგიზეთში. ტაშკენტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ზაკირ ალმატოვის განცხადებით, ანდიჟანში მომხდარი არეულობისასა 108 დემონსტრანტი და 32 სამართალდამცველი დაიღუპნენ. ოპოზიციური ორგანიზაციები კი ირწმუნებიან, რომ დაღუპულთა რიცხვი 500-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG