Accessibility links

logo-print

თბილისში, თავისუფლების მოედანზე 10 მაისს


თბილისში, თავისუფლების მოედანზე 10 მაისს აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების გამოსვლისას ნაპოვნი ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედების იყო,

თბილისში, თავისუფლების მოედანზე 10 მაისს აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების გამოსვლისას ნაპოვნი ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედების იყო,
მაგრამ კაპსულამ დეტონატორის რბილი დარტყმის გამო არ იმუშავა. ამის შესახებ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა აშშ-ის საელჩოს ატაშემ სამართლებრივ საკითხებში ბრაიან პაარმანმა. მისი თქმით, წელს, 10 მაისს ორი ქვეყნის პრეზიდენტების გამოსვლისას ნაპოვნი ხელყუმბარა, რომელიც სცენის სიახლოვეს დაეცა, საფრთხეს წარმოადგენდა პრეზიდენტებისა და ხალხისთვის. მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს მხარემ ფულადი ჯილდო - 20 000 ლარი - დააწესა ინფორმაციისთვის ხელყუმბარის შესახებ. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბიძინა ბრეგაძემ.
XS
SM
MD
LG