Accessibility links

logo-print

19 მაისს სხვადასხვა საინფორმაციო არხის


19 მაისს სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით

19 მაისს სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით
გავრცელდა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ იური ბალუევსკის განცხადება. გენერალი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზების კუთვნილი მძიმე ტექნიკის ნაწილი, სომხეთში გაზიდონ. გენერალმა ბალუევსკიმ კერძოდ აღნიშნა. ”პირობა მხოლოდ ერთია - რუსეთის სამხედრო ბაზები უნდა განთავსდეს შესაბამის ინფრასტრუქტურაზე და არა ცარიელ მინდორზე. პასუხი, თუ საით უნდა გავიდნენ, ერთმნიშვნელოვანია - რუსეთის ტერიტორიაზე. არ გამოვრიცხავ, რომ შეიარაღების, ტექნიკისა და აღჭურვილობის ნაწილი შესაძლებელია, რომ გავიდეს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.”
ბალუევსკის თქმით, ოთხი წელი საკმაოდ მცირე დროა იმისათვის, რათა რუსეთის ტერიტორიაზე შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა ტექნიკისა და სამხედრო ქონებისათვის. საქართველო ითხოვს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები ბათუმისა და ახალქალაქის ტერიტორიიდან გატანილ იქნას 2007 წლის შუა რიცხვებამდე. რუსეთი დაჟინებით ითხოვს ოთხწლიან ვადას და ისიც მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებას სამხედრო ბაზების შესახებ ოფიციალურად მოეწერება ხელი.
XS
SM
MD
LG