Accessibility links

logo-print

უზბეკეთში დააპატიმრეს მამაკაცი, რომელიც აღმოსავლეთ


უზბეკეთში დააპატიმრეს მამაკაცი, რომელიც აღმოსავლეთ უზბეკეთში საპროტესტო გამოსვლების ლიდერად ითვლება.

უზბეკეთში დააპატიმრეს მამაკაცი, რომელიც აღმოსავლეთ უზბეკეთში საპროტესტო გამოსვლების ლიდერად ითვლება.
ეს არის ბახტიორ რახიმოვი. ის შინ, ქალაქ კარასუში დააპატიმრა სპეცდანიშნულების რაზმმა. რახიმოვი, როგორც მისი და აცხადებს, აყვანისას სცემს და თვით რახიმოვის გარდა მის 14 წლის ვაჟიშვილიც დააკავეს. გუშინ რახიმოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელს შეუწყობს უზბეკეთში ხელისუფლებაში ისლამური მთავრობის მოსვლას. დღეს კი ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა თვითმხილველისაგან მოისმინა, რომ კარასუში კიდევ ბევრი ადამიანი დააპატიმრეს. დღესვე ვენაში ადამიანის უფლებების დამცველმა ორმა ორგანიზაციამ გამოთქვა ვარაუდი, რომ უზბეკეთში პოლიციისა და უშიშროების ჯარების მიერ ბოლოდროინდელ არეულობაში, შესაძლოა, 1000-მდე სამოქალაქო პირი იყოს მოკლული.
XS
SM
MD
LG