Accessibility links

logo-print

ერაყის პრემიერ-მინისტრი იბრაჰიმ ჯააფარი სირიისგან


ერაყის პრემიერ-მინისტრი იბრაჰიმ ჯააფარი სირიისგან მოითხოვს შეიარაღებული მეომრების წინააღმდეგ ზომების მიღებას,

ერაყის პრემიერ-მინისტრი იბრაჰიმ ჯააფარი სირიისგან მოითხოვს შეიარაღებული მეომრების წინააღმდეგ ზომების მიღებას,
რათა შეჩერდეს მათი შეღწევა ერაყში. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა ანკარაში, თურქეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას. თურქეთიდან იბრაჰიმ ჯააფარი სირიაში გაემგზავრება. დღეს ბაღდადაში ორი ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად. ქალაქებში: ნასირიაში, ნაჯაფსა და კუფაში გაიმართა ანტიამერიკული გამოსვლები, რომლებიც შიიტი ლიდერის, მოყტადა სადრის მიმდევრებმა მოაწყვეს.
XS
SM
MD
LG