Accessibility links

logo-print

დღეს უზბეკეთის სასაზღვრო ქალაქ კარასუში


დღეს უზბეკეთის სასაზღვრო ქალაქ კარასუში 300-მდე ადამიანი გამოვიდა საპროტესტო დემონსტრაციაზე. ისინი მოითხოვდნენ, რომ გაათავისუფლონ საპროტესტო

დღეს უზბეკეთის სასაზღვრო ქალაქ კარასუში 300-მდე ადამიანი გამოვიდა საპროტესტო დემონსტრაციაზე. ისინი მოითხოვდნენ, რომ გაათავისუფლონ საპროტესტო
გამოსვლების ორგანიზატორები, რომლებიც მიმდინარე კვირაში დააპატიმრეს. ბახტიორ რახიმოვი და კიდევ შვიდი პირი ხუთშაბათს დააპატიმრეს საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის. კარასუში გამოსვლები დაიწყო მას მერე, რაც გასულ კვირაში ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს კარასუს მახლობლად მდებარე ქალაქ ანდიჟანში. ევროპის კავშირმა დღეს უზბეკეთი გააფრთხილა, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება- უარი, გასულ კვირაში ანდიჟანში ხალხის მიმართ ძალის გამოყენების გარემოებათა გასარკვევად სარეთაშორისო გამოძიების დანიშვნისთვის, რისკენაც შატკენტს გაერომ მოუწოდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იან დე ჰოოპ სხეფერმაც გააკრიტიკა პრეზიდენტ ქარიმოვის ეს გადაწყვეტილება.
უზბეკეთის ხელისუფლების თანახმად, ანდიჟანში 169 ადამიანი დაიხოცა. მთავრობა გამოსვლებს ბანდიტთა ამბოხს უწოდებს, რომელსაც ტერორისტები ედგენენ სათავეში. მაგრამ საერთაშორისო უფლებადამცავები და უზბეკეთის ოპოზიცია 1000-მდე დახოცილზე ლაპარაკობს.
XS
SM
MD
LG