Accessibility links

logo-print

მომავალ კვირაში ბრიუსელში გაიმართება ირანის


მომავალ კვირაში ბრიუსელში გაიმართება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი.

მომავალ კვირაში ბრიუსელში გაიმართება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი.
მასში, თეირანის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ევროპის კავშირის სამი ქვეყნის - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის - დელეგაციები. ირანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ურანის გამდიდრების პროგრამაზე უარის თქმას, რადგან ეს პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. აი, რა თქვა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა: [კონდოლიზა რაისის ხმა] "მთელი მსოფლიო ღრმად არის შეშფოთებული ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილი ვითარებით. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ საუბარი მხოლოდ ბირთვულ პროგრამაზე არ არის. ირანი ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყანაა იმ რეგიონში, სადაც ისრაელი და პალესტინელები ყოველ ღონეს ხმარობენ კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად."
XS
SM
MD
LG