Accessibility links

ვიქტორ დოლიძე საქართველოს ახალი მუდმივი


ვიქტორ დოლიძე საქართველოს ახალი მუდმივი წარმომადგენელია ეუთოსა და ვენაში აკრედიტებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ვიქტორ დოლიძე საქართველოს ახალი მუდმივი წარმომადგენელია ეუთოსა და ვენაში აკრედიტებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
დოლიძის კანდიდატურა დღეს პარლამენტმა დაამტკიცა. ამ თანამდებობაზე იგი გიგა ბურდულს შეცვლის. დღესვე დეპუტატებმა თავი შეიკავეს შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, აგრეთვე, ჟენევაში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი გომიაშვილის დანიშვნისგან. პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გომიაშვილის კანდიდატურამ დეპუტატთა შორის სერიოზული უთანხმოება გამოიწვია, რის გამოც ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
XS
SM
MD
LG