Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა დამოუკიდებელ


ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელთა თათბირი.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელთა თათბირი.
განხილვის მთავარი საგანი ტერორიზმთან ბრძოლის გზებია. თათბირზე გამოსვლისას, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ნიკოლაი პატრუშევმა თანამეგობრობის წევრთა შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. [ნიკოლაი პატრუშევის] "საბჭოს წევრთა განსახილველად გამომაქვს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დაქტილოსკოპური ინფორმაციის მონაცემთა გაერთიანებული ბანკის შექმნას იმ პირთათვის, ვინც ტერორისტული ხასიათის დანაშაული ჩაიდინა." იმის შესახებ, მონაწილეობს თუ არა თათბირში საქართველოს წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ინფორმაცია ვერ მოგვაწოდეს.
XS
SM
MD
LG