Accessibility links

ქალაქ კარასუს უზბეკურ ნაწილში დღეს


ქალაქ კარასუს უზბეკურ ნაწილში დღეს ახალი საპროტესტო მიტინგი გაიმართა.

ქალაქ კარასუს უზბეკურ ნაწილში დღეს ახალი საპროტესტო მიტინგი გაიმართა.
აი, რას იუწყება კარასუდან რადიო "თავისუფლების" უზბეკური სამსახურის კორესპონდენტი გოფურ იოლდაშევი: "ქალაქ კარასუში დღეს გრძელდება საპროტესტო მიტინგი, რომელიც გუშინ დაიწყო. მიტინგის მონაწილეთა მთავრი მოთხოვნაა ბახტიარ რახიმოვისა და მასობრივი გამოსვლების სხვა მონაწილეთა გათავისუფლება." უზბეკეთის უსაფრთხოების ძალები კარასუში აგრძელებს ჩხრეკვას და დაპატიმრებებს. უზბეკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე მდებარე ამ ქალაქში მღელვარება პროტესტის ნიშნად, გასული კვირის ბოლოს მას შემდეგ დაიწყო, რაც ანდიჟანში დატრიალებული ტრაგიკული ამბების შედეგად რამდენიმე ასეული მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა. სამი დღის წინ უზბეკეთის უსაფრთხოების ძალებმა ქალაქ კარასუზე კონტროლი აღადგინეს.
XS
SM
MD
LG