Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის სამართალდამცველებმა ბაქოში ოპოზიციური პარტიების


აზერბაიჯანის სამართალდამცველებმა ბაქოში ოპოზიციური პარტიების არასანქცირებული მიტინგი დაარბიეს.

აზერბაიჯანის სამართალდამცველებმა ბაქოში ოპოზიციური პარტიების არასანქცირებული მიტინგი დაარბიეს.
დემონსტრანტები სამედ ვურღუნის სახელობის ბაღში გამართულ აქციაზე გაიძახდნენ ლოზუნგებს: “თავისუფალი არჩევნები!”, “მუსავათი!” და სხვა. მიტინგში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. იუწყებიან, რომ სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ბეიბუთოვისა და 28 მაისის ქუჩებზე ხელკეტები გამოიყენეს. ვრცელდება ცნობა ოპოზიციური ძალების რამდენიმე აქტივისტის დაკავების შესახებ, რომელთა შორის, ამ ცნობის თანახმად, ქალებიც არიან.
XS
SM
MD
LG