Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობიდან გადადგა საქართველოს საგარეო საქმეთა


თანამდებობიდან გადადგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გომიაშვილი.

თანამდებობიდან გადადგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გომიაშვილი.
საგანგებო ბრიფინგზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ სამინისტროში მუშაობის ერთი წლის მანძილზე საპარლამენტო უმრავლესობა საგარეო უწყებაზე გამუდმებულ თავდასხმებს ახორციელებდა. გომიაშვილის თქმით, თანამდებობიდან გადადგომით მას ეძლევა საშუალება, ფაქტებსა და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას და საქართველოს მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდოს იმ ძალაზე, რომელიც თავს საპარლამენტო უმრავლესობას უწოდებს. ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც გუშინ პარლამენტმა დღის წესრიგიდან მოხსნა შვეიცარიაში საქართველოს ელჩად გომიაშვილის დამტკიცების საკითხი. საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრის აზრით, გომიაშვილს არასაკმარისი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე მისი დანიშვნა დადებით შედეგს ვერ გამოიღებს.
XS
SM
MD
LG