Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი ანდიჟანში ჩავიდა: ანდიჟანია


უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი ანდიჟანში ჩავიდა: ანდიჟანია ქალაქი, რომელშიც სისხლისღვრამ 13 მაისს, ზოგი ინფორმაციით, 1000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი ანდიჟანში ჩავიდა: ანდიჟანია ქალაქი, რომელშიც სისხლისღვრამ 13 მაისს, ზოგი ინფორმაციით, 1000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, რომ პრემიერ-მინისტრი შავკეთ მრიდიაევი შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. იმსჯელეს ანდიჟანში 13 მაისის შემდეგ შექმნილ ვითარებაზე. ამ ვიზიტის ფონია ადგილობრივი მოსახლეებისათვის სახელფასო დავალიანების გადახდის დაწყება. ზოგს ამ რეგიონში, ნახევარი წელია, ხელფასი არ მიუღია. ანდიჟანის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ნამანგანში კი შიმშილობა დაიწყო აქტივისტმა საბეტხან უსტაბაევმა, რომელიც ხალხს მოუწოდებს, შინ შუქი ჩააქრონ და აანთონ დღეში სამჯერ მაინც და ამით პატივი მიაგონ ანდიჟანში დაღუპულთა ხსოვნას. მოგვიანებით უსტაბაევი პოლიციამ დააკავა. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უზბეკეთში სახელმწიფო მასმედიამ საინფორმაციო კონტრიერიში დაუპირისპირა ანდიჟანის მოვლენების დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნას. სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა ინტერვიუები ანდიჟანის მოსახლეებთან, რომლებიც საერთაშორისო გამოძიების წინააღმდეგი არიან. ერთ ასეთ ინტერვიუში ხანდაზმული მამაკაცი ამბობს, რომ უზბეკეთი სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია, თავად მოაგვაროს პრობლემები და საერთაშორისო გამოძიებაზე დაყაბულება იგივეა "ვინმე სახლში რომ შემოგივარდეს და გითხრას: შენს შვილებს მე აღვზრდიო". ეს საინფორმაციო კამპანია უზბეკეთში მოჰყვა უცხოეთის მოთხოვნას, ჩამოყალიბდეს ანდიჟანის მოვლენების დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი.
XS
SM
MD
LG