Accessibility links

logo-print

ჟურნალისტ გიორგი ღონღაძეს უკრაინის ეროვნული


ჟურნალისტ გიორგი ღონღაძეს უკრაინის ეროვნული გმირის წოდებას მიანიჭებენ.

ჟურნალისტ გიორგი ღონღაძეს უკრაინის ეროვნული გმირის წოდებას მიანიჭებენ.
გადაწყვეტილება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მიიღო. იუშჩენკოს თქმით, გიორგი ღონღაძის სახელი უკრაინელებისთვის სიმამაცის სიმბოლო გახდა და ის გმირის წოდებას უდავოდ იმსახურებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, ის ღონღაძის მკვლელობის საქმის გამოძიებას აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს და ყველაფერს იღონებს საიმისოდ, რომ სამართლიანობამ გაიმარჯვოს. კიეველი ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000 წლის სექტემბერში გაუჩინარდა. ორი თვის შემდეგ მისი თავმოკვეთილი ცხედარი აღმოაჩინეს. უკრაინაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ღონღაძის მკვლელობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს, მესამეს კი სამართალდამცველები ეძებენ. გუშინ, 21 მაისს გიორგი ღონღაძის დაბადების დღე იყო - მას 36 წელი შეუსრულდებოდა.
XS
SM
MD
LG