Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში დაიწყო ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ


აშშ-ში დაიწყო ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ვიზიტი. დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან,

აშშ-ში დაიწყო ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ვიზიტი. დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან,
შეხვედრები ვაშინგტონის ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრებზე საუბარი შეეხება ავღანეთის გრძელვადიან სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას, ამერიკის ციხეებში მყოფ ავღანელ პატიმრებს. დღეს ჰამიდ კარზაიმ უარყო კრიტიკა ავღანეთში ნარკოტიკებთან ბრძოლის არაეფექტიანობის გამო და მოითხოვა საერთაშორისო დახმარება, ავღანეთში ჰეროინის დასამზადებელი ყაყაჩოს მოყვანასთან ბრძოლაში. როგორც კარზაიმ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, ყაყაჩოს პლანტაციების, სულ მცირე, 30 პროცენტი განადგურებულია. დღესვე კარზაი შეეხო ამერიკელი სამხედროების მიერ პატიმრების წვალების პრობლემას და ამ საკითხში სამართლიანობის მოწოდებით გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ პატიმრების წვალების საკითხს შეეხება ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრებში. იუწყებიან ასევე, რომ სამხრეთ ავღანეთში მოკლეს ერთი და დაჭრეს სამი ამერიკელი ჯარისკაცი. იერიში, როგორც ვარაუდობენ, დამხობილი თალიბანის რეჟიმის ერთგული მებრძოლების მიერ იქნა მოწყობილი. ამერიკული სამხედრო წყაროების ცნობით, 12 მეამბოხე მოკლეს პაკისტანის საზღვარის სიახლოვეს მომხდარ შეტაკებაში.
XS
SM
MD
LG