Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში იმყოფება,

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში იმყოფება,
სადაც მონაწილეობას ღებულობს ნავთობსადენში პირველი ნავთობის გაშვების საზეიმო ცერემონიალში. 25 მაისს სანგაჩალში ნავთობსადენს გახსნიან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის და ყაზახეთის პრეზიდენტები. იმავე დღეს ოთხი ქვეყნის ლიდერი ხელს მოაწერს პოლიტიკურ დეკლარაციას “აღმოსავლეთი-დასავლეთი”. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილი სამშაბათს, თბილისის აეროპორტის ახალი პროექტის მაკეტის პრეზენტაციას დაესწრო და პირადად მიიღო მონაწილეობა აეროპორტის საძირკვლის გაჭრაში. ამასთან, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ტენდერი აეროპორტის მშენებელი ფირმის გამოსავლენად ობიექტურად ჩატარდა. გამარჯვებული თურქული კომპანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აეროპორტის აშენებას ერთ წელიწადში გეგმავს.
XS
SM
MD
LG