Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განხეთქილება საფრანგეთში ევროკავშირის კონსტიტუციის ირგვლივ


საფრანგეთში 29 მაისის რეფერენდუმი

ევროკავშირის კონსტიტუციაზე, ალბათ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ამ დღეების მთავარ სალაპარაკო თემად იქცა. საფრანგეთში კი ბევრ კომენტატორს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ისეთი ცხარე პოლიტიკური დისკუსიები, ახლა რომ მიმდინარეობს, ამ ქვეყანაში, უკვე მრავალი წელია აღარ გამართულა: ევროკავშირის კონსტიტუციის შესახებ მოახლოებული რეფერენდუმი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ოჯახის წევრებს შორის, კოლეგებს შორის, პარტიულ ორგანიზაციებში...

[ჟაკ შირაკის ხმა] “29 მაისს საფრანგეთი მარტივი არჩევანის წინაშე დგას: თუ კონსტიტუციას უარვყოფთ, დაგვეკსირება პასუხისმგებლობა ევროპის მშენებლობის 50-წლიანი პროცესის დაბრკოლებისათვის. ეს არის 50 წელი მშვიდობისა და დემოკრატიისაკენ, ეს არის ერთსულოვანი, გარანტიებზე დაფუძნებული პატივისცემა ყველა ადამიანისათვის ჩვენს კონტინენტზე”, - ეს სიტყვები საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა წარმოთქვა აპრილში, მას შემდეგ, რაც წამოიწყო კამპანია ფრანგების დასარწმუნებლად, არ უარყონ ევროკავშირის კონსტიტუცია...

მაგრამ მის კამპანიას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია, ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით: შირაკის კამპანიის დაწყებამდე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებდა, რომ ფრანგი ამომრჩევლების უმრავლესობას უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა კონსტიტუციის მიმართ. და დღესაც - უმრავლესობა უარყოფს ევროკავშირის კონსტიტუციას. ამ დროს, რეფერენდუმამდე სულ რამდენიმე დღეღა რჩება...

ვიდრე იმაზე ვილაპარაკებდეთ, რა არის კონსტიტუციით ფრანგების დიდი ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი, ჯერ თვით კონსტიტუციის შესახებ. მასზე ძალიან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ შარშან მიაღწიეს ერთსულოვნებას ევროკავშირის ლიდერებმა. დოკუმენტით გამიზნულია ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების გამარტივება, ევროპარლამენტის გაძლიერება, მისი კომპეტენციების გაფართოება, ევროკავშირის საერთო საგარეო პოლიტიკის კონსოლიდაცია.

საფრანგეთის ელექტორატის პასუხს შეკითხვაზე, ემხრობა თუ არა ევროკავშირის კონსტიტუციას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მასშტაბისა და ევროკავშირის ისტორიაში წამყვანი პოლიტიკური როლის გამო. და ესეც რომ არ იყოს - იმისათვის, რომ ევროკავშირის კონსტიტუცია ძალაში შევიდეს, მას ევროკავშირის 25-ვე წევრი უნდა მიემხროს. ასე, რომ საბოლოო ჯამში, მნიშვნელობა არა აქვს ქვეყნის სიდიდესა და ევროკავშირში წევრობის სტაჟს...

კონსტიტუცია უკვე რატიფიცირებულია ევროკავშირის რამდენიმე წევრის, მათ შორის ლიტვის, სლოვენიის, იტალიის მიერ. საფრანგეთის შემდეგ ჯერი ჰოლანდიაზეა - 1 ივნისს. თუმცა, ვინ იცის? თუ კენჭისყრა საფრანგეთში ჩავარდა, კონსტიტუციის რატიფიცირებას სხვა ქვეყნებში აზრი ეკარგება - კონსტიტუცია ისედაც ვერ შევა ძალაში... ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა უკვე აღნიშნა, რომ საფრანგეთში კონსტიტუციაზე უარის თქმის შემთხვევაში, ბრიტანეთში რეფერენდუმი არ გაიმართება.

მაგრამ ეს უკვე ვარაუდების სფეროა. ახლა დღევანდელ დღეს დავუბრუნდეთ. ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით პარიზში მოღვაწე პოლიტოლოგს, თორნიკე გორდაძეს და პირველ რიგში ვკითხეთ, როგორია განწყობა საფრანგეთში, მართლაც მოდებულია თუ არა ქვეყანას დებატები, კამათი ევროკავშირის კონსტიტუციაზე - იმდენად, რომ აზრთა სხვადასხვაობამ ოჯახებში, დაწესებულებებში შეაღწია?
[თორნიკე გორდაძის ხმა - იხ. აუდიოვერსია]

[მარიამ ჭიაურელი] “მაინც რა არის კონსტიტუციისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი? ერთი მხრივ, ითვლება ეკონომიკური საკითხები (რომ არ ითვალისწინებს სოციალურ საჭიროებებს). მაგრამ კონკრეტულად, რა არ მოსწონთ ფრანგებს კონსტიტუციაში?”

[თორნიკე გორდაძის ხმა - იხ. აუდიოვერსია]

მარიამ ჭიაურელი:
დაბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ, ხუთშაბათს კიდევ ერთხელ შეეცდება, დაარწმუნოს ფრანგები, მიემხრონ ევროკავშირის კონსტიტუციას.
XS
SM
MD
LG