Accessibility links

logo-print

ერაყის ქალაქ ბაქუბასთან ნაღმზე აფეთქების


ერაყის ქალაქ ბაქუბასთან ნაღმზე აფეთქების შედეგად დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი შავნაბადას ბატალიონის ოცმეთაური მიხეილ ქუთათელაძეა.

ერაყის ქალაქ ბაქუბასთან ნაღმზე აფეთქების შედეგად დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი შავნაბადას ბატალიონის ოცმეთაური მიხეილ ქუთათელაძეა.
როგორც ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროში აცნობეს, ქუთათელაძე ავტომანქანით სამ ამერიკელ ჯარისკაცთან ერთად ნაღმზე აფეთქდა. სამივე ამერიკელი ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ქუთათელაძე კი სხეულის მძიმე დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ხელის მაჯის ამპუტაცია დასჭირდა. ინციდენტი ქალაქ ბაქუბასთან სამშაბათს, დაახლოებით, 13. 27 საათზე მოხდა. ერაყში სამშვიდობო მისიით 850 ქართველი ჯარისკაცი იმყოფება. შავნაბადას ბატალიონის 549 ჯარისკაცი სამშვიდობო მისიით ერაყში თებერვალში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG