Accessibility links

დღეს გავრცელდა ინფომაცია, რომ ერაყში


დღეს გავრცელდა ინფომაცია, რომ ერაყში "ალ-ყაიდის" ლიდერი აბუ მუსაბ ზარყაუი დაიჭრა.

დღეს გავრცელდა ინფომაცია, რომ ერაყში "ალ-ყაიდის" ლიდერი აბუ მუსაბ ზარყაუი დაიჭრა.
ეს ინფორმაცია გაჩნდა დაჯგუფების საინტერნეტო საიტზე, რომელიც საკუთარ თავს მოიხსენიებს სახელით "ორგანიზაცია ალ ყაიდა ერაყში წმინდა ომისთვის". ამ განცხადების სისწორე არ დასტურდება დამოუკიდებელი წყაროების მიერ. დაჯგუფება მუსულმანებს მოუწოდებს, ილოცონ ზარყაუის ჯანმრთელობისთვის, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება ერაყში მრავალრიცხოვანი თავდასხმებისა და ტერაქტებისთვის. შეერთებულმა შტატებმა 25 მილიონი დოლარი ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ამ ტერორისტის დაკავებას.
XS
SM
MD
LG