Accessibility links

logo-print

თურქეთის პროვინცია ბატმანის გუბერნატორ ჰალუკ


თურქეთის პროვინცია ბატმანის გუბერნატორ ჰალუკ იმგას განცხადებით, ქურთმა მეამბოხეებმა

თურქეთის პროვინცია ბატმანის გუბერნატორ ჰალუკ იმგას განცხადებით, ქურთმა მეამბოხეებმა
თურქეთის უშიშროების სამსახურის ოთხი მუშაკი მოკლეს. მოიერიშეები, ამ წყაროს ინფორმაციით, ქურთისტანის მუშათა პარტიის, "პეკაკა"-ს წევრები იყვნენ. იმგა აღნიშნავს ასევე, რომ ბოლო ხანს იმატა ძალადობამ რეგიონში. 1984 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პეკაკამ ქურთისტანის დამოუკიდებლობისათვის შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო, 30 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უმეტესწილად ქურთები. დაპირისპირება ჩაცხრა 1999 წელს "პეკაკა"-ს ლიდერის, აბდულა ოჯალანის დაპატიმრების შემდეგ, მაგრამ ბოლო წელს ისევ იმატა ძალადობამ, რომელშიც თურქი ოფიციალური პირები "პეკაკა"-ს წევრ სეპარატისტებს ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG