Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში კენჭი უყარეს საკონსტიტუციო ცვლილებას


ეგვიპტეში კენჭი უყარეს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც შესაძლებელს ხდის საპრეზიდენტო არჩევნებში

ეგვიპტეში კენჭი უყარეს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც შესაძლებელს ხდის საპრეზიდენტო არჩევნებში
რამდენიმე კანდიდატის მონაწილეობას. აქამდე ეს არ იყო შესაძლებელი. არჩევნების რამდენიმე კანდიდატის მონაწილეობისკენ მოწოდებით გამოვიდა ჰოსნი მუბარაქი - ევგიპტის პრეზიდენტი 1981 წლიდან. მისგან ეგვიპტეშიც და უცხოეთშიც მოითხოვენ რეფორმების განხორციელებას. [მუბარაქის ხმა] “ძმებო და დებო, ეს ცვლილება კონსტიტუციაში იმიტომ მოვითხოვე, რომ ჩემი, როგორც ეგვიპტის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა, პატივი ვცე ხალხის ნებას, აირჩიოს თავისი ხელმძღვანელი - ვინც უნდა იყოს ის - და მან წაიყვანოს ხალხი დემოკრატიისაკენ, რომელიც ახალ კარებს გვიხსნის”, ამბობს ჰოსნი მუბარაქი. აქამდე ეგვიპტის პრეზიდენტს პარლამენტი ასახელებდა და რეფერენდუმი მას, ფაქტობრივად, ამტკიცებდა.
XS
SM
MD
LG