Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი ჩინეთში


უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი ჩინეთში ჩავიდა. ეს არის უცხოეთში მისი პირველი ვიზიტი ანდიჟანის მოვლენების შემდეგ.

უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი ჩინეთში ჩავიდა. ეს არის უცხოეთში მისი პირველი ვიზიტი ანდიჟანის მოვლენების შემდეგ.
13 მაისს უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში უშიშროების ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს. ოფიციალური ინფორმაციით, ანდიჟანში 169 ადამიანი დაიღუპა - უმეტესწილად ექსტრემისტები. მაგრამ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები და უზბეკი ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ დაღუპულია გაცილებით მეტი ადამიანი, მათ შორის მრავალი სამოქალაქო პირი. ნატომ და ევროკავშირმა გააკრიტიკეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი სამშაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პეკინი მხარს უჭერს უზბეკეთის ბრძოლას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG