Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ამერიკელი სამხედროებისა და ერაყის


ერაყში ამერიკელი სამხედროებისა და ერაყის ჯარების განცხადებით, მათ დააპატიმრეს ერაყში "ალ-ყაიდის" ხელმძღვანელის, აბუ მუსაბ ზარყავის ორი მრჩეველი.

ერაყში ამერიკელი სამხედროებისა და ერაყის ჯარების განცხადებით, მათ დააპატიმრეს ერაყში "ალ-ყაიდის" ხელმძღვანელის, აბუ მუსაბ ზარყავის ორი მრჩეველი.
ამ ინფორმაციით, დაპატიმრებული არიან მოლა ქამელ ასავადი და აღა ომარი. ამერიკელიმა სამხედროებმა გაავრცელეს ასევე ცნობა, რომ დაიწყო მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია ჩრდილო-დასავლეთ ერაყში. ამ ოპერაციაში, რომელიც ქალაქ ჰადიტაში და მის გარშემო დაიწყო, 1000-მდე ამერიკელი და ერაყელი ჯარისკაცი მონაწილეობს. დღესვე ერაყის სხვადასხვა რეგიონში მეამბოხეებმა ერაყის უშიშროების ჯარების სამი წევრი მოკლეს.
XS
SM
MD
LG